გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფოთში 16 წლის მოზარდს მეოთხე დღეა ეძებენ

1-02-2019

ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,

ადგილზე შექმნილია სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.


პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები. გარდა ამისა, წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა. დაწეულია მდინარეში წყლის დონე და წყლის ქვეშ დამონტაჟებულია სპეციალური ბადეები.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და არ შეწყდება, ვიდრე არ იქნება ნაპოვნი 16 წლის მოზარდი.