გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჩხოროწყუში საკონსულტაციო შეხვედრებს დაესწრო

2-02-2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გარახასა და ნაკიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანია თვითმმართველობების გაძლიერებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდისთვის.


ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გარახაში გარე განათებისა და გზის რეაბილიტაცია, ნაკიანში კი წყალსაწრეტი არხების, წყალმომარაგებისა და გარე განათების რეაბილიტაცია მოხდება.


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წლიდან აღდგა და მისი მოცულობა 40 მლნ ლარია. აღნიშნული პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.