გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალდაბასა და ბაკურიანში მომხდარი აგარაკისა და ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

3-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჩ. ახალდაბასა და ბაკურიანში ჩადენილი ავტომობილის და აგარაკის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1994 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ ახალდაბაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ავტოფარეხში მდგარი ავტომობილი გაქურდა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა, გ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, ავტომანქანის მოპარული ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ახალდაბაში ჩადენილ ქურდობამდე, ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში ერთ-ერთი მოქალაქის სააგარაკე სახლში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთი მოიპარა. პოლიციამ ნაქურდალ ნივთებს ხაშურში მიაკვლია და ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


დაკავებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.


გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.