სვანური კოშკების ფოტომ 15 ნამუშევარს შორის მე-13 ადგილი დაიკავა. მისი ავტორი დმიტრო ბალხოვიტინია.
„მესტიაში მდებარე ეს სვანური კოშკები მე-9 მე-12 საუკუნეებშია აშენებული და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ნაგებობებია. დმიტროს საკმაო დრო დასჭირდა სწორი ადგილის და განათების მოსაძებნად, რათა ის ამ კომპოზიციაში აღებეჭდა“, - ნათქვამია ფოტოს აღწერაში.
კონკურსს ორგანიზებას უწევენ „ვიკიპედიის“ საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით. კონკურსის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც, თავისუფალი ლიცენზიით იქნება შესაძლებელი.
2016 წელს პროექტს მხარი დაუჭირა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO).
წყარო: reginfo.ge