გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მესტიის სოფლებში საერთო კრებები დაიწყო

5-02-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები მიმდინარეობს. სოფლის კრებები რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 139 სოფელსა და უბანში უკვე დასრულდა.


სოფლის კრებები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე დაიწყო. ბეჩოს თემის მაზერის და უშხვანარის სოფლებში საერთო კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი დაესწრო. რწმუნებულის მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და განუცხადა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მთავრობის გადაწყვეტილებით გაორმაგდა.


მოსახლეობის უმეტესობამ მაზერსა და უშხვანარში სკოლის შემოღობვას, მინი სტადიონის კეთილმოწყობის და წყალმომარაგების პროექტებს დაუჭირეს მხარი.


სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია- აცხადებენ უწყებაში.