გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

უბედური შემთხვევა ოზურგეთში- დარაჯი საყარაულო ოთახში დაიწვა

5-02-2019

უბედური შემთხვევა მოხდა ოზურგეთში რესტორან „ფიროსმანის“ დარაჯი საყარაულო ოთახში დაიწვა.


როგორც ცნობილია იგი 60 წლამდე იყო.


რესტორნის პერსონალის ინფორმაციით, სავარაუდოდ მამაკაცი ნასვამი იყო და ელექტროღუმლზე ჩაეძინა.


„ხშირად სვამდა და იმ დღესაც სავარაუდოდ ნასვამი იყო. რესტორნის გვერდით ქარხანაა და ქარხნის დაცვის უფროსმა შენიშნა კვამლი, კარი რომ შეამტვრია ოთახი ცეცხლში იყო გახვეული. სახანძრო-სამაშველო სამსახური რამდენიმე წუთში მოვიდა, თუმცა დარაჯი უკვე გარდაცვლილი იყო“


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.



Gurianews.com