გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კახა კალაძე გედევან ფოფხაძის განცხადებაზე: საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება ვისაც უნდა კარი ღიაა

5-02-2019

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.


თბილისის მერი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ როცა გუნდის წევრებთან აზრის შეჯერება მოხდება, განსხვავებული პოზიციის გამოვლენა არასწორია.  

მანვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან ვისაც წასვლა  უნდა ყველასთვის კარი ღიაა.


„პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.  გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას  არავინ ზღუდავს და ეს არის მნიშვნელოვანი,  სხვანაირად შეუძლებელია. ერთ კონკრეტულ თემაზე ერთნაირი მოსაზრება პარტიაში მყოფ ადამიანებს ვერ ექნება. ცხადია, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე გუნდში უნდა მოხდეს, მაგრამ როდესაც მოხდება შეჯერება პარტიის შიგნით, ამის შემდეგ განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირება მე არასწორად მიმაჩნია და ეს  გუნდის რღვევას უწყობს ხელს.  ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია და შეუძლიათ დატოვონ გუნდი“- განაცხადა კახა კალაძემ.