გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ავტოავარიების შედეგად 2018 წელს 329 ადამიანი გარდაიცვალა

5-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს ჩადენილი 3071 სატრანსპორტო დანაშაულიდან 329 დაზარალებულის გარდაცვალებით დასრულდა.


სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს სულ 2626 სატრანსპორტო დანაშაული დაფიქსირდა და მათგან 322 დაზარალებულის სიკვდილით დასრულდა.

ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს ყალბი დოკუმენტების დამზადების 1780 რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან გაიხსნა 686, ხოლო 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1438-ს შეადგენდა, ხოლო გახსნის მაჩვენებელი 863-ს.


რაც შეეხება თაღლითობას, 2018 წელს აღნიშნული დანაშაულის 2032 რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2017 წელს - 1565.


სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს გამოძალვის 121 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2017 წელს - 93. 2018 წელს ცივი იარაღის ტარების 378 რეგისტრირებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2017 წელს - 325.


შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს 58 412 დანაშაული იყო რეგისტირებული, საიდანაც გაიხსნა 20 233, მაშინ როცა, 2017 წელს 37 944 ფაქტზე დაიწყო გამოძიება (გაიხსნა 20 200).




interpressnews.ge