გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ტყიბულში დაღუპული მეშახტის მემორიალური დაფა გაიხსნა

5-02-2019

ტყიბულში, მეშახტისა და მსახიობის, სანდრო ბუცხრიკიძის საცხოვრებელ ბინასთან მისმა მეგობრებმა მემორიალური დაფა გახსნეს.


სანდრო ბუცხრიკიძე 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ნახშირის ღია მოპოვების კარიერზე ტრაგიკულად დაიღუპა.


ახალგაზრდა მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე ქველმოქმედებისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის გასული წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.


მემორიალური დაფის გახსნას სანდრო ბუცხრიკიძის ოჯახის წევრები, მეგობრები, თანაქალაქელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


სანდრო ბუცხრიკიძე დღეს 28 წლის გახდებოდა.



interpressnews.ge