გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში ე.წ ,,ოცნების ქალაქში" კორპუსები აშენდება

6-02-2019

ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსები აშენდება - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება   მოქალაქეების დამამცირებელ გარემოებაში ცხოვრებას ვერ შეეგუება და იგი ახდენილი ოცნების ტერიტორიად გადაიქცევა.  


''ბინების აშენება და გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით. პარალელურად სამუშაო ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს და მოხდება ყველა საკითხის ინდივიდუალური შესწავლა, გადაწყვეტილებები მიიღება სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით. არავის დარჩება უსამართლობის განცდა.


მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ მინისტრს და სამთავრობო გუნდს მხარდაჭერისათვის. მჯერა, რომ სახელმწიფოს ჩართულობით და თითოეული თქვენგანის თანადგომით, ოცნების ქალაქს ახალ სიცოცხლეს შევძენთ. პროცესში ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორიც. უყურადღებოდ არ დავტოვებთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვადასხვა სახელწიფო ფართებში. • დღესვე ოცნების ქალაქში დაიწყება მიწის სამუშაოები. • ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დაევალება პროექტის მომზადება''  - განაცხადა ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძე. 


ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, აჭარის მაღალმთიანეთიდან ოჯახებმა ჩასახლება 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყეს. მოქალაქეებმა ჯერ ხის სახლები ააშენეს, შემდეგ კი ხის ფიცრულების გვერდით ქვის ნაგებობებიც გაჩნდა.


დასახლებას ‘’ოცნების ქალაქი’’ დაარქვეს. 


ajaratv.ge