გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

7-02-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების მ.ა-სა და ნ.ა.-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 20 245.55 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 354.74 გრამი) გამოავლინეს.


შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 20 245.55 ლარის ოდენობით შეეფარდათ.