გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ ბატიაშვილი: უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი არაფრისმომცემია

7-02-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანასების ახალ მოდელზე ისაუბრა, რომ არსებული არაეფექტურა და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს.


„არსებული დაფინანსების მოდელი არაფრისმომცემია და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე თუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვაუჩერული სისტემა რჩება, ის მიყვება სტუდენტებს პირდაპირ. რაც შეეხება იმ რესურსს, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვმუშაობთ იმ კუთხით რომ გვქონდეს მომავალ წელს ახალი მოდელი, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი წინანდელთან შედარებით“ - განაცხადა მინსიტრმა.


მინისტრის თქმითვე, ამ თემასთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ინტენსიური შეხვედრები და კონსულტაციები მიმდინარეობს.