გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სარფისა და კარწახის საბაჟოებზე 32 989 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

8-02-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფრომაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,კარწახი“ , მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების კ.ჰ-ს, ნ.პ-ს, ჰ.ს-ს, ზ.გ-სა და ს.ბ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 32 989.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 508.59 გრამი) გამოავლინეს.


საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 32 989.26 ლარის ოდენობით შეეფარდათ.