გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სახალხო დამცველი ითხოვს არ გასხვისდეს ბაკურიანსა და მიტარბში სადავო მიწები

18-12-2017

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, არ გასხვისდეს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე.

სახალხო დამცველის განცხადებით, დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მოსახლეობის ნაწილს გააჩნია მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მათ აღნიშნულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერ საფუძველს აძლევს. აღნიშნულ პროცესს აფერხებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიება.

„გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად, ბორჯომისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს განკარგავს. შედეგად, მოსახლეობის უმეტესობა, რომლებიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტები და ვერ ახდენენ მათზე საკუთრების რეგისტრაციას, საკუთრების უფლების შელახვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

წყარო: reginfo.ge

http://www.reginfo.ge/people/item/4248-saxalxo-damzveli-itxovs-ar-gasxvisdes-bakuriansa-da-mitarbshi-sadavo-mixebi