გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

14 წლამდე ბავშვებმა გორიდან ავტომანქანა გაიტაცეს

9-02-2019

14 წელს მიუღწეველმა მოზარდებმა გორიდან ავტომანქანა გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.


„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, არასრულწლოვნები ისე ჩავიდნენ ბორჯომში და დაბრუნდნენ უკან, რომ ისინი არავის შეუჩერებია.


14 წელს მიუღწეველ პირთა დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ავტომფლობელმა ქურდობის შესახებ აცნობა სამართალდამცავებს.


მოპარული მანქანა ქალაქის ერთ-ერთ შესასვლელთან, გამტაცებლებთან ერთად, დააკავეს.


მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.




rusTavi2.ge