9-02-2019
ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას იგეგმება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორ-დონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.
ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას.