გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მოჭიდავეებმა ახალი სეზონის საწვრთნელი პროცესი ბაკურიანის შეკრებით გახსნეს

11-02-2019

მოჭიდავეებმა 2019 წლის სეზონის საწვრთნელი პროცესი ბაკურიანის შეკრებით გახსნეს. ახლახან გამართული საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით დაკომპლექტდა საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების გაფართოებული შემადგენლობები (დაახლოებით 40-40 სპორტსმენი), რომლებიც სეზონის უმთავრესი შეჯიბრებებისთვის სამზადისს შეუდგნენ.


„თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ბაკურიანში 8 თებერვალს ჩამოვედით და 2 კვირის განმავლობაში ძირითად ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას დავუთმობთ. ეს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმის პირველი ნაწილია. შემდგომ შეკრებებზე უკვე სრულყოფილი წვრთნები იქნება. იქამდე კი, 28 თებერვლიდან 3 მარტამდე, ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც ამავდროულად სარეიტინგოცაა. გუნდს ბაკურიანში მხოლოდ ავთანდილ კენჭაძე ვერ გამოჰყვა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული ფეხის ტრავმის გამო სარეაბილიტაციო კურსს თბილისში გადის“- განაცხადა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ.


„ტრადიციულად, წლის პირველი შეკრება ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა ხოლმე და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. ბაკურიანში უკვე მეოთხე დღეა ვვარჯიშობთ და 20 თებერვლამდე დავრჩებით. 22-ში კი უნგრეთში გავემგზავრებით, საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე საჭიდაოდ. წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის და თითოეული შეკრება და შეჯიბრება მოსამზადებელი ციკლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია“ - განაცხადა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელნა ბექა როყვამ.


„ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გეგმაზომიერად ემზადება უმნიშვნელოვანესი სეზონის წინ. მეც ვაპირებ ბაკურიანში ჩასვლას და ნახვას, როგორ მიდის საწვრთნელი პროცესი. იმედია ეს პროცესი ისე წარიმართება, რომ ხელს არავინ შეგვიშლის და ჩვენი ბიჭები კიდევ არაერთხელ გვასახელებენ უდიდეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე. უფრო მეტ მედალს მოუპოვებენ ჩვენს ქვეყანას და უფრო მეტ ლიცენზიას აიღებენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ - აღნიშნავს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე.