გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საგურამოში ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

11-02-2019

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში, ჩაისა და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფრომაციით. საწარმო წელიწადში 8 ტონა ჩაის და 4 ტონა სანელებლებს გადაამუშავებს.პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის.


გადამმუშავებელ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.


საწარმოში ჯამურად 871,058 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 348,423 ლარი გრანტია, ხოლო 435,529 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.


2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 186 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა.