გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ესპანური კომპანია Iberostar Group-ი შავის ზღვის სანაპიროზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით დაინტერესდა

11-02-2019

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ ორგანიზებული საინვესტიციო მისიის ფარგლებში , სააგენტოს წარმომადგენლები და დირექტორი ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომედგენლბს შეხვდნენ, როგორიც არის “Iberostar Group”.


კომპანია „Iberostar Group” 1956 წელს, კუნძულ მალიორკაზე ჩამოყალიბდა, მოღვაწეობს 20-მდე ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და 120-ზე მეტი მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროს მფლობელია. ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს "პირველი ხაზის" სასტუმროები ("first line" hotels), რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი, საქართველოს ბუნებრივი, გეოგრაფიული და კლიმატური პირობები და შესთავაზა აჭარის რეგიონში ინვესტირება უძრავი-ქონების და სასტუმროს ინდუსტრიის მიმართულებით. ასევე, საუბარი იყო საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ ნაკადზე და შესაბამისად, ტურისტული ინფრასტრუქტურის მზარდ მოთხოვნაზე, საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესა და დაბალ გადასახადებზე.


ესპანური კომპანია დაინტერესდა საქართველოში არსებული ტურისტული პოტენციალით, კერძოდ: შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით, საქართველოს გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და უსაფრთხო ბიზნეს გარემოთი.