გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სააკაშვილი ასახელებს პერიოდს, როდესაც საქართველოში „მრისხანება პიკს მიაღწევს“

12-02-2019

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოში მრისხანების პიკი მაქსიმუმ ოთხ თვეში დადგება.


ამის შესახებ სააკაშვილმა გერმანულ «Deutsche Welle»-სთან ინტერვიუში განაცხადა.


„ მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენმა კანდიდატმა (გრიგოლ ვაშაძე; რედ.) წააგო, მას არჩევნებში გამარჯვება მოპარეს. ჩვენ გვაქვს მასობრივი გაყალბების უამრავი დამადასტურებელი ფაქტი. ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც იციან და ყოველმა ქართველმაც. ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვენესუელაში. იქ მოსახლეობას არჩევნების გაყალბების გასაცნობიერებლად ექვს თვეზე მეტი დაჭირდა, სომხეთში - ერთ თვეზე მეტი, საქართველოში - ორი, სამი ან ოთხი თვე და ხალხის მრისხანებაც თავის პიკს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური გამოცდილება მაქვს, რევოლუციები ჩემი უპირველესი არჩევანი და ინსტინქტი არ არის. მე რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშენებდი ქვეყანას და ვავითარებდი. ჩემთვის ყველაზე სასურველი და ბუნებრივი სწორედ განვითარება და წინსვლაა... მაგრამ თუ ხალხის ნება მტკიცედ იქნება გამოხატული იმისთვის, რომ განვითარების ხელშემშლელი ბარიერები მშვიდობიანად იქნას აღებული, მაშინ ამის გაკეთება აუცილებელია“-განაცხადა სააკაშვილმა.


p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ხილვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE