გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფლები იმერეთში 10 წელი გზის გარეშე

18-12-2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. გუმათჰესი-2 -სკენ მიმავალი ამორტიზებული გზით სოფელ გუმათის, რიონისა და სორმონის მოსახლეობა უკვე 10 წელია გადაადგილდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის გზაზე ასფალტი 1958 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ჰიდროელექტროსადგური აშენდა, მხოლოდ ერთხელ დააგეს.

"ჰესი რომ აშენდა და მაშინ დააგეს ასფალტი და ესაა ალაგ-ალაგ შემორჩენილი.  ეს იყო, დაახლოებით, 20 წლის წინ ," - ამბობს სოფელ რიონში მცხოვრები, მარიამ მორჩაძე.

მისივე თქმით, გუმათჰესი-2-სკენ მიმავალი გზა ბოლო პერიოდში სოფელში ბუნებრივი აირის სამონტაჟო სამუშაოების და გუმათჰესი-2-ზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ განსაკუთრებით დაზიანდა.


[media=https://youtu.be/UNGQ9zBE8D4]


მოსახლოება ამბობს,  წლები  მთავრობის მხრიდან ყურადღების მიქცევის ლოდინში გაატრეს, თუმცა,  უშედეგოდ.  ადგილობრივები გვიხსნიან, რომ  თუკი გზის საფარის რეაბილიტაცია დროულად არ მოხდება, ისინი  საპროტესტო აქციებს გამართავენ.


[media=https://youtu.be/G3vAxtzbZ88]


ადგილობრივების ინფორმაციით, გუმათჰესი-2-მდე მისასვლელი საავტომობილო გზა "ენერგოპორჯორჯიას" ეკუთვნის. კომპანიაში კი ამას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მათ საკუთრებას მხოლოდ ჰესი წარმოადგენს.

ამ პერობლემის შესახებ სოფელ სორმონში, რიონსა და გუმათში წყალტუბოს მერის წარმომადგენელს, გიორგი ელბაქიძეს მივმართეთ, რომელმაც განმარტა, რომ გუმათჰესი-2-მდე მისასვლელი საავტომობილო გზა მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წამოადგენს. რაც შეეხება, სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია, გიორგი ელბაქიძე ამბობს რომ  წყალტუბოს მერია ეტაპობრივად  განახორციელებს. 

"მიმდინარე წელს გაკეთდა სოფელ სორმონში წმინდა სამების ტაძართან მისასვლელი გზა გაკეთდა, ასევე, მოეწყო სოფელ რიონში 450 მ. სიგრძის გზა, რაზეც 1600 კუბური მეტრი ბეტონი დაიხარჯა და სოფელ გუმათში, მთავარანგელოზის ტაძართან მისასვლელი გზაც," - განმარტავს გიორგი ელბაქიძე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ სორმონში გზის რეაბილიტაციაზე მიდინარე წელს 55 800 ლარი დაიხარჯა, ხოლო გუმათში ამავე სამუშაოებს 70 517 ლარი მოხმარდა. ამჟამად, სოფელ სორმონში, რიონსა და გუმათში გაზიფიცირება მიმდინარეობს.


[media=https://youtu.be/NArIe1oV4o0]

როგორც გაირკვა, გუმათჰესი-2-მდე მისასვლელი ამორტიზებული საავტომობილო გზის მონაკვეთი ქუთაისის მერიის ბალანსზეა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში მისი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი ფინანსები არ არსებობდა.

"ველოდებით 2018 წლის ბიუჯეტის ფორმირებას და შესაძლოა, მომავალი წლისთვის მოხდეს გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია," - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტს საკრებულოს შესაბამისი კომისიები უკვე განიხილავენ. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მერიას მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე დაუბრუნდება, რის შემდეგაც, ის თვის ბლომდე უნდა დამტკიცდეს.


წყარო: "ქუთაისიპოსტი"