გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

13-02-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ წალმიანში, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 13 ერთეული კაკლის სახეობის მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხამ 3693 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისად, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.