13-02-2019
2018 წლის მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად დასახელებულმა ლაშა ტალახაძემ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც გულშემატკივრებს მადლობას უხდის, - გამოკითხვაში ხმის მიცემისა და დახმარებისთვის.
„როგორც უკვე ცნობილია, გამოკითხვის შედეგად, გამოვლინდა 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი, სადაც თქვენი წყალობით, კიდევ ერთი აღიარება მოვიპოვე და ეს ტიტული მეორედ შევინარჩუნე. ამისთვის ყველა თქვენთგანს დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ასევე, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ყველაფერში: მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ მიმდინარეობდა გამოკითხვა და საჭირო იყო თქვენი გვერდზე დგომა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს სამინისტროს, ფედერაციას, პიარს, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ძალა ერთობაშია და ჩვენ, ქართველები, ერთად ყველაფერს შევძლებთ!“ – აღნიშნა ლაშა ტალახაძემ ვიდეომიმართვაში.