ხუთშაბათი, ივნისი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გიორგი ქობულია: 2019 წელს ზამთრის კურორტების განვითარება პრიორიტეტული იქნება

14-02-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, წელს ტურიზმის სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს სამთო კურორტების განვითარებაზე გაკეთდება აქცენტი. ეს განცხადება გიორგი ქობულიამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.


მინისტრის თქმით, 2019 წელს პრიორიტეტული იქნება ზამთრის კურორტების, კერძოდ, გუდაურის და ბაკურიანის განვითარება, მათ შორის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. გუდაურში: სეთურების საბაგიროს განვითარება, კურორტის პროფესიონალურ კომპანიაზე მართვის გადაცემის შესწავლა.


რაც შეეხება ბაკურიანის განვითარების გეგმას, მოხდება მართვის სისტემის (მუნიციპალიტეტის) რესტრუქტურიზაცია, კურორტის სატრანსპორტო სისტემის იზოლირება, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მუშაობა (2023 ფრისტაილისთვის მზადება);


ამასთან, მინისტრის განცხადებით, მოხდება ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.