გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ამერიკაში გამომავალი რუსული გაზეთი: რაც უფრო მდიდარი და გავლენიანი იქნება საქართველო პუტინის სიკვდილის შემდეგ, მით უფრო სწრაფად დაიბრუნებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს

14-02-2019

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთი «Русский базар»-ი, ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების მოძრაობის 2011 წლის შეთანხმების რეალიზების საკითხს ეხმაურება.


სტატიაში სათაურით - „საქართველო: ეკონომიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტერიტორიები“ (ავტორი - ნიკოლაი სუხოი), აღნიშნულია:


„საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე საბაჟო პუნქტები უნდა გაიხსნას. კრემლში თბილისის ნაბიჯი ისე აღიქვეს, თითოსდა საქართველო რუსეთის მიერ 2008 წელს წართმეული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს.

საქართველოს სრულიად სწორად მოიქცა: დიქტატორულ ქვეყანასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ძლიერი ეკონომიკაა. რაც უფრო მდიდარი და გავლენიანი იქნება საქართველო ვლადიმერ პუტინის სიკვდილის შემდეგ, მით უფრო სწრაფად დაიბრუნებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ამიტომაც ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება, საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ქვეყნის პარლამენტისა და პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის მთავარ მიზანს წარმოადგენს“-წერს ავტორი.