ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
გიორგი ქობულია დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

15-02-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ბიზნეს-ფორუმის მუშაობაში. გიორგი ქობულია ფორუმზე შესავალი სიტყვით წარდგება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

ღონისძიებაში, რომელიც იმერეთის განახლებულ რეგიონულ ოფისში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტარდება, მონაწილეობას მიიღებს 200-მდე მეწარმე დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან, ასევე საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ვინსენტ რეი. ფორუმის ფარგლებში, მეწარმეებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ ეკონომიკის მინისტრის ხედვები ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, DCFTA-ის მიმდინარეობის და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხება დაგეგმილ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისა და პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე განხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები.

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „მცირე და საშულო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემია.