პარასკევი, მაისი 09, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში რამდენიმე საწარმოს დაათვალიერებს

15-02-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ქუთაისში ეწვევა ტექსტილის საწარმო „MGM TEX“ -ს რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.


საწარმოში ამჟამად 300-მდე ადამიანია დასაქმებული და პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელს, როგორიცაა M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია ბრენდის „H&M” ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 17.30 საათზე ქუთაისში კიდევ ერთ საწარმოს დაათვალიერებს - ეს არის წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“, რომელიც . ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს, ის ერთი წლის წინ გაიხსნა. „ატლანტიკ საქართველო“ უახლოეს მომავალში კომპანია „ბოშთან“ ერთად იწყებს წარმოებას.