გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ქობულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის მოსახლეობას შეხვდება

15-02-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართება. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართება. მინისტრი პირადად მოისმენს ადგილობრივი მოსახლეობის აზრს რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე მათ გააცნობს საკუთარ ხედვებს, მათ შორის რეგიონებში მეწარმეობის განვითარების და ამ მიზნით მიმდინარე/დაგეგმილი პროგრამების შესახებ.