გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთაველმა მოსწავლეებმა მსუბუქი ნარკოტიკი მიიღეს

15-02-2019

რუსთავში, ნარკოტიკული თრობის ქვეში მყოფი 2 მოსწავლე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.


როგორც მოზარდებმა ექიმებს განუცხადეს, მათ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება, მარიხუანა მოიხმარეს.


ინფო რუსთავის ინფორმაციით, 14 წლის გოგო და 13 წლის ბიჭი რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ და ისინი კლასელები არიან.


როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ განაცხადა, მოზარდებს საავადმყოფოში შეყვანისას თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ. ამჟამად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს მოზარდება უცნობია, თუმცა, ექიმის თქმით, საქმე მძიმე ნარკოტიკულ საშუალებას არ ეხება.


ქ. რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეების მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მიღება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
14 წლის გოგომ, თავად დაურეკა კლასის დამრიგებელს და დახმარება სთხოვა. კლასის დამრიგებელმა საქმის კურსში ჩააყენა მანდატურის სამსახური.



inforustavi.ge