გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი ქობულიამ ქუთაისში წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“ დაათვალიერა

15-02-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“-ს ეწვია და წარმოების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო. გიორგი ქობულია საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდა, საუბარი კომპანიის სამომავლო გეგმებს, მისი განვითარების პერსპექტივებს შეეხო.


წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“ 2017 წლის თებერვალში დაარსდა და ის ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს. კომპანიამ 14 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და 2017 წლის დეკემბერში პროდუქციის გამოშვება დაიწყო. საწარმოში ამჟამადდამატებით ინვესტირებულია 5 მილიონი ევრო და დასაქმებულია საქართველოს 110 მოქალაქე.


საწარმო 250000 წყლის ელექტროგამაცხელებელს აწარმოებს. როგორც ეკონომიკის მინისტრისა და კომპანიის ხელმძღვანელობის საუბრისას აღინიშნა, კომპანია 2019 წლის სექტემბრიდან პროდუქციის გაორმაგებას გეგმავს. ამასთან, „ატლანტიკ საქართველო“ უახლოეს მომავალში კომპანია „ბოშ“-თან ერთად იწყებს წარმოებას.


„მოხარული ვარ, რომ საქართველოს რეგიონებში ასეთი წარმატებული საწარმოები ფუნქციონირებს. „ატლანტიკ საქართველო“ კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი. რეგიონებში ბიზნესსექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი პირობაა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.