გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ცხენის ხორცი სამტრედიის ბაგა-ბაღებში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფაქტი ლაბორატორიულად დაადასტურა

16-02-2019

სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორი ადასტურებს, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი მართლაც აღმოაჩინა და ლაბორატორიულად დაადასტურა.


პროდუქტი შპს ელენიკომ შემოიტანა, რის გამოც კომპანია 20 ათასი ლარით დაჯარიმდა.


ბაღებში ცხენის ხორცის არსებობასთნ დაკავშირებით ახალი საქართველოსსოციალური მიმართულების ხელმძღვანელის ბრალდებას სამტრედიის მერმაც უპასუხა.
„ვირის ხორცი არ ყოფილა, ტყუილია. მაგრამ ოქტომბრის თვეში ჩვენ დააფიქსირეთ ცხენის ხორცის არსებობა და ვინც იყო გამარჯვებული ტენდერში, იმას ხელშეკრულება გავუუქმეთ და დავაჯარიმეთ,“ - განაცხადა ვალერიან ფოცხვერიამ.


ვალერიან ფოცხვერიას განცხადებით, მერია მას შემდეგ საკვები პროდუქტების ხარისხი პერმანენტულად მოწმდება და მსგავსი ფაქტის კიდევ დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.


პარტია ახალი საქართველოს სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა საგანგაშო ინფორმაცია დაადასტურა. თეონა ჭალიძის თქმით, სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანა 2018 წელსაც დაფიქსირდა.




Rustavi2.ge