გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დელტამ IDEX-2019-ზე ქართული წარმოების ახალი იარაღი წარადგინა

17-02-2019

უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, დელტამ ეროვნული წარმოების შეიარაღების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის ნიმუშები წარმოადგინა.


17-18 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ ახლო
აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე (International Defence Exibition and Conference) წარმოდგენილ იქნა ეროვნული წარმოების შეიარაღება.


ქართულ პავილიონზე წარმოდგენილია ჯავშანტექნიკის, მსუბუქი შეიარაღებისა და ინდდივიდუალური დაცვის საშუალებების ნიმუშები.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტამ“ გამოფენაზე ექსკლუზიურად წარმოადგინა ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული ასევე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკი, მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიული შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებული ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“,მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი RPGL-7G, .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანა სატევარი-2 და ინდივიდუალური დაცვის სისტემები.


თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და დელტას გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი მის გუნდთან ერთად გამოფენის პირველ დღეს შეხვდნენ პარტნიორებს და უმასპინლეს ქართული წარმოების სამხედრო პროდუქციით დაინტერესებული კომპანიებისა და ქვეყნების წარმომადგენლებს.

IDEX არის ერთადერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამ სერვისიანი საერთაშორისო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა და კონფერენცია MENA-ს რეგიონში (Middle East and North Africa- ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი) რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სექტორის დემონსტრირებას ახდენს. აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობას ღებულობს თავდაცვითი მრეწველობის მსოფლიოს 1000-ზე მეტი კომპანია, ისტორიაში პირველად, MENA-ს რეგიონის უდიდეს სამხედრო ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოც.


აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც სახმელეთო და საავიაციო შეიარაღების სრული სპექტრი, მათ შორის მსუბუქი ჯავშანტექნიკა, ტანკები, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური და სარაკეტო სისტემები, შვეულმფრენები, ტანკსაწინააღმდეგო შეირაღება, საბრძოლო მასალები, რეაქტიული და ლულიანი არტილერია,დაზვერვის, ბრძოლის ველის მართვის და კავშირგაბმულობის სისტემები, რადიოქიმიური დაცვის სისტემები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ცეცხლსასროლი შეიარაღება,ისე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო ნედლეულის და კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.


"IDEX-2019-ზე ცენტრის მიერ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას"-აცხადებენ დელტაში.