18-02-2019
„განსაკუთრებით, ჩასაფრებულ პეროიანებს მინდა ვუთხრა, - აბა, თქვენს თავს დაუსვით კითხვა, საიდან„განსაკუთრებით, ჩასაფრებულ პეროიანებს მინდა ვუთხრა, - აბა, თქვენს თავს დაუსვით კითხვა, საიდან გვაქვს ასეთი მყარი მხარდაჭერა მე და ჩემს პარტიას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებში? რაც წინა არჩევნებზეც დაადასტურეს ქართველმა აზერბაიჯანელებმა და ქართველმა სომხებმა... იმიტომ, რომ, ამ შემთხვევაში, სულერთია ჩემი გენეტიკური ტესტის შედეგი. არაერთხელ მითქვამს და ვადასტურებ მათთვის, ვისაც სომხები ეზიზღება - მე პოლიტიკურად ვიქნები სომეხი... ვისაც აზერბაიჯანელი სძულს, მათთვის ვიქნები აზერბაიჯანელი... მათ ვისაც ებრაელი ეზიზღება, ებრაელად მოვევლინები და ამავე დროს,ყველაზე ქართველად დავრჩები“ - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„უახლეს ისტორიაში არავის გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე ჩემს მთავრობას ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული რეგიონების განვითარებისთვის და საქართველოში ინტეგრაციისთვის. ამიტომ, მადლიერმა ხალხმა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მაინც მოგვცა ხმა“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
იქამდე, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გენეტიკური ტესტი ჩაიტარა. „წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული, ახლა იმათ გაიარონ ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ“ - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.