18-02-2019
ისტორიულ გორის ციხესა და სურამის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს, მიმდინარე პროცესებს გაეცნენ და კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს.ისტორიულ გორის ციხესა და სურამის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს, მიმდინარე პროცესებს გაეცნენ და კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად დავათვალიერეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. აქედან გამოვყოფ გორის ციხეს, სადაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება არქეოლოგიური სამუშაოები, ასევე, გორის ციხეზე წლის ბოლომდე შეიქმნება სამუზეუმო სივრცე და საზოგადოების ჩართულობით ვიმუშავებთ კონცეფციაზე, თუ რა ტიპის მუზეუმი შეიძლება მოეწყოს ამ ტერიტორიაზე, რომელიც ტურისტებისთვის დამატებით შექმნის საინტერესო სივრცეს. ასევე, დავათვალიერეთ სურამის ციხე და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში დავიწყოთ სურამის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები - როგორც არქეოლოგიური, ისე საკონსერვაციო“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.