გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბათუმში საერთაშორისო ფესტივალ ,,სლავურ ბაზარში“ მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი გაიმართება

18-02-2019

ბათუმში საერთაშორისო ფესტივალ ,,სლავურ ბაზარში“ მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი გაიმართება. შერჩევის შედეგად საქართველოს წარმომადგენელი კონკურსანტი გამოვლინდება.


შესაჩევი კონკურსის შესახებ პრესკონფერენცია დღეს ბათუმის მერიაში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.


პრეტენდენტებმა ელ. ფოსტაზე: slavuribazari@gmail.com 1-ელ მარტამდე გაგზავნონ მოკლე ბიოგრაფია, ფოტოსურათი, დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მათ მიერ შესრულებული საესტრადო სიმღერის ვიდეო/აუდიო ვერსია.


ყოველწლიურად კონკურსში 22-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.


ლაურეატის წოდება სხვადასხვა დროს მიენიჭათ თეონა კონტრიძეს, თეიმურაზ ბოჯგუას, მაია ყარყარაშვილს, ნატო მეტონიძეს, თამარ გაჩეჩილაძეს, ლაშა რამიშვილს, ნოდიკო ტატიშვილს, აჩიკო ნიჟარაძეს, სოფო სააკაშვილს, ანდრია გველესიანს.


კონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები: გრან-პრი – 20 000 აშშ დოლარი; პირველი პრემია – 15 000 აშშ დოლარი; მეორე პრემია – 10 000 აშშ დოლარი; მესამე პრემია – 5 000 აშშ დოლარი.