18-02-2019
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი წუხს, რომ საქართველოში „ფაქტიურად თავისუფალი მედია აღარ არის!“
თავისი გულისტკივილი სააკაშვილმა გერმანულ «Deutsche Welle»-ს კორესპონდენტთან საუბრისას გამოხატა და აღნიშნა, რომ მას „ხელისუფლებამ ლიეჟში პიკანტურ მომენტებზე მონადირე ჟურნალისტები დაახვედრა“.
„ცხადია, არიან ისეთებიც, რომლებიც [ბიძინა ივანიშვილისგან] ვერ კონტროლდებიან, მაგრამ მათი უმრავლესობა მისი არხებიდან იყვნენ.. და ისინი აქ იმიტომ კი არ იყვნენ ჩამოსულები, რომ ახალი ამბები გაეშუქებინათ, არამედ პიკანტურ მომენტებზე ნადირობდნენ, პიკანტურ სიტუაციებზე. ეს დემოკრატია კი არ არის, არამედ მისი იმიტაცია, ცინიზმის გამოვლინებაა. რამდენი ფული დახარჯეს, რომ ჩვენს ნერვებზე ეთამაშათ. მე მგონი, ჯერ-ჯერობით გასდით, რადგან ჩვენთან არ არის თავისუფალი არჩევნები, თითქმის არ არის თავისუფალი მედია... ამ სიტუაციით პუტინის რუსეთისაგან არ განვსხვავდებით.
შეიძლება ვითვალთმაქცოთ და თვალი დავხუჭოთ, მაგრამ რეალურად სიტუაცია საკმაოდ ცუდია. ჩვენ საქართველოში დემოკრატიული წარმატების გამოცდილება გვაქვს. ჩვენ მშვიდობიანად გადავეცით ხელისუფლება, ამიტომ მაქვს უფლება ვთქვა: გადაეცით ხელისუფლება სხვასაც! არაა აუცილებელი, რომ ჩვენ გადმოგვცეთ, მაგრამ ვიღაცას გადაეცით! ადამიანები განახლებას ითხოვენ“-განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: NSP.GE