გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლაგოდეხისა და ხობის მუნიციპალიტეტების ორ სოფელში სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

19-02-2019


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს 29 სკოლის მშენებლობას იწყებს.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 სკოლიდან 11 სკოლაზე პროექტირება-მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.


ამ ეტაპზე კიდევ ორი, 300 მოსწავლეზე გათვლილი, საჯარო სკოლების მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი. ესენია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალის და ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლები.


სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში დაგეგმილი აქვს სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.