გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახმეტაში ოთხი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

20-02-2019

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირების შედეგად ახმეტის მე-4, ყვარელწყალის, დუმასტურისა და ხორხელის საბავშვო ბაღები დროებით დახურა.


სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი კვების ბლოკში გამოვლენილი სხვადასხვა სახის დარღვევა გახდა. სააგენტოს ინფორმაციით, გეგმიური ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული საბავშვო ბაღების სამზარეულოებში კრიტიკული შეუსაბამობები იყო და არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.


სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებები 1200 ლარით დაჯარიმდნენ, ამასთანავე საბავშვო ბაღებს სტანდარტების შესაბამისი კვების ბლოკების მოწყობის ვადა მიმდინარე წლის მაისამდე მიეცათ.


კახეთის ხმა