გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლაგოდეხსა და წითელ ხიდზე მებაჟეებმა 4 440 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

20-02-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ლაგოდეხი“ და ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 4 440 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.