გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ნინოწმინდაში ორლოვკიდან სპასოვკამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა

20-02-2019

დღეს, დილიდან, თოვისა და ქარბუქის გამო, ნინოწმინდაში სოფელ ორლოვკიდან სპასოვკამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია. იმ პედაგოგებს, რომლებიც ორლოვკაში ცხოვრობენ, მაგრამ სპასოვკის სკოლაში მუშაობენ და პირიქით, სპასოვკაში ცხოვრობენ, მაგრამ ორლოვკის სკოლაში მუშაობენ, სამსახურებამდე მისვლა უჭირთ. ამიტომ სკოლებამდე ფეხით შემოვლითი გზით მიდიან.


ნინოწმინდის მერიაში განმარტავენ, რომ გზის ჩაკეტვის მიზეზი უამინდობაა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდთოვლობის გამო მსგავსი პრობლემები ხშირად იქმნება.


„შეიძლება გაწმენდილი გზა ქარის გამო ორ წუთში ისევ ჩაიკეტოს. გვყავს კომპანია, რომელიც საკუთარ ტექნიკას ამუშავებს, და ამ წუთებშიც გაგზავნილი გვყავს ამ სოფლებში, რომ გზა გაწმინდოს“ - განაცხადეს ნინოწმინდის მერიაში.



სამხრეთის კარიბჭე