გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

საგარეჯოში ძლიერი ქარისგან მიყენებულმა ზარალმა 150 000 ლარს მიაღწია

21-02-2019

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, პატარძეულსა და ხაშმში ძლიერი ქარისგან მიყენებულმა ზარალმა 150 000 ლარი შეადგინა.
როგორც მერის პირველმა მოადგილემ, ალექსი გილაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ სოფლებში სტიქიამ 16 საცხოვრებელი სახლი სახურავი დააზიანა.
„დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი არ არის საკმარისი, თუმცა დახმარებას მთავრობასაც ვთხოვთ, საქმის კურსშია გუბერნიაც. სავარაუდოდ, ორი კვირაა საჭირო, შევჯერდეთ, რა ფორმით და როგორ დავეხმარებით დაზარალებულებს” – განაცხადა ალექსი გილაშვილმა.

 




  


       knews.ge

     აფხაზეთის ხმა