გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალქალაქში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

21-02-2019

ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში, დაახლოებით 11:00 საათზე გაზის ბალონი აფეთქდა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.


აფეთქება კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ბუნებრივი აირის კომპანიის წარმომადგენლები და სახანძრო–სამაშველო სამსახური.


ბინის მესაკუთრე, რომელიც შემთხვევისას სახლში იყო, არ დაშავებულა.


წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.


Jnews.ge