გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ვანსა და ხონში შუალედური არჩევნები 2018 წლის აპრილში გაიმართება

19-12-2017

ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები 2018 წლის აპრილში გაიმართება.ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები 2018 წლის აპრილში გაიმართება.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუმარტეს.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები აპრილში ან ოქტომბერში იმართება.
"თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − უახლოეს აპრილში,"- განმარტებულია საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლში.
გრიგოლ ლილუაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე გახლდათ. საკანონმდებლო ორგანოში ის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, ასევე იყო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი.

წყარო: "ქუთაისიპოსტი"