გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ორ წელიწადში, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება

23-02-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს 2019 - 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის თანახმადაც უახლოესი 3 წლის განმავლობაში, აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი გაზიფიცირებული იქნება, მათ შორის, ისეთ დასახლებებში, სადაც გაზი არასდროს მიწოდებულა.


ნათია თურნავას განცხადებით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა სამინისტრომ მთავრობის დავალებით მოამზადა, რომელიც მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მისი შეფასებით, გაზიფიკაციის გეგმა ძალიან მასშტაბური და ამბიციურია.


"ბევრ რეგიონში გაზიფიცირების მაჩვენებელი 100 პროცენტს მიუახლოვდება. მთლიანობაში, გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვი საქართველოში1,6 მლნ აბონენტს მიაღწევს, რაც 90 პროცენტზე მეტია. ეს არის ძალიან დიდი დახმარება, რათა გაზი ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
გაზიფიცირების შედეგად ჩვენ რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს მივაღწევთ - საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება, ყოველივე მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის გამოყენებას საოჯახო მეურნეობებში, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე“ -განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.


სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გაზიფიცირება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში განხორციელდება, რომლებიც გაზსადენებიდან საკმაოდ დაშორებულია და ამდენად, ასეთი დასახლებების გაზიფიცირების პროცესი საკმაოდ რთული იქნება. ასეთი დასახლებების გაზიფიცირება მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია, რომლის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს.


სოზარ სუბარის განცხადებით, სამწლიანი პროგრამა 61,000 ოჯახს მოიცავს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ყურადღება
იმ სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში, განსაკუთრებით, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე საქართველოს მთიანეთში არსებული დასახლებების გაზიფიცირების საკითხი აღინიშნა. ითქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განიხილება სპეციალური პროგრამის მომზადება, რომელიც ასეთი დასახლებების გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.


შეხვედრას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი, ჯაბა ხმალაძე და კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.