გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ფეისბუქ" ჯგუფში ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა

25-02-2019

სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების მორიგი ფაქტი გამოვლინდა. ამჯერად ინტერნეტში ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელა. ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა კადრები, ჯერჯერობით უცნობია.


არსებული ინფორმაციით, უფროსკლასელების პირადი კავშირის ამსახველი მასალა "ფეისბუქზე" იმ ჯგუფში გავრცელდა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან.


მომხდარზე საუბრისას, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია რესურსცენტრში სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ სკოლიდან მიიღეს. მისი თქმით, კადრები გადაღებულია არასასწავლო პერიოდში, სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში.


„ერთ-ერთი კერძო სკოლის მიერ დღეს მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში დახურულ ჯგუფში გავრცელდა ვიდეო. სავარაუდოდ ეს ვიდეო ეხება ამ სკოლის მოსწავლეებს. ამის შემდგომ სკოლამ დაიბარა მშობლები და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია . ასევე სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა სოც. სააგენტოს და სამართალდამცავ ორგანოებს. ამ მომენტისთვის მშობლებმა დაწერეს განცხადებები და თავიანთი შვილების გადაყვანა სურთ ამ სკოლიდან. ეს ვიდეო გადაღებულია არა სასკოლო დროს, სკოლის გარეთ. სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში“-განაცხადა გოჩა დავითაძემ.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.