გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ევროკავშირის ელჩმა პანკისის ხეობაში სოფლის განვითარების ახალი პროექტი გახსნა

25-02-2019

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) წარადგნა და ახალი პროექტის ,,ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას დაესწრო. ევროკავშირის დახმარებით პროექტს ორგანიზაცია “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (Action Against Hunger) ახორციელებს.


ამავე დროს ევროკავშირის ელჩი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესებს, ქალთა საბჭოს წევრებს და მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც სასაწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ.

ელჩი ხეობაში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა პანკისის ხეობაში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების პოტენციალის გაძლიერების პერსპექტივებზე.


შეხვედრაზე კარლ ჰარცელმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ძირითადი მიზანი სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება და ქვეყნის სასოფლო - სამეურნეო პოტენციალის გაზრდაა.


კახეთის ხმა