გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია დაიწყება

26-02-2019

ახალციხის შვიდ ქუჩაზე, 18 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშოებია დაგეგმილი. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 454 000 ლარი დაიხარჯება.


ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი ორ ეტაპად გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 386 981 ლარია, მეორე შემთხვევაში, კი 67 677 ლარია. 


შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა სამი წელი იქნება. 


სატენდერო დოკუმენტებით რეაბილიტაცია შემდეგ მრავალბინიან საცხოვრებელი სახლების სახურავებს ჩაუტარდებათ:


ზარზმელის ქუჩა - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11 და N13;

ადიგენის ქუჩა - N20;

მესხეთის ქუჩა - N20;

ილია მართლის ქუჩა N10;

კანანელის ქუჩა - N8;

ხარისჭირაშვილის ქუჩა - N38;

გოგებაშვილის ქუჩა - N7.