გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბაკურიანი-ახალქალაქის გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

27-02-2019

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქის გზის ექვს კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას მარტიდან დაიწყებს. სოფელ ღადოლარიდან კოთელიამდე საგზაო სამუშაოებისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.


ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, გზის მშენებლობას კი მარტიდან დაიწყებენ.  საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა, თუმცა ზამთარში მკაცრი კლიმატური პირობების გამო მშენებლობა ვერ დაიწყო. 


სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო No1“ განახორციელებს. მან ბაკურიანი–ახალქალაქის გზის ექვსკილომეტრიან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია ერთ წელიწადში უნდა დაასრულოს.


პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება და 3 078 196 ლარი დაიხარჯება. 


სამხრეთის კარიბჭე