გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გახდა თუ არა ახალგაზრდა ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობა-რას ამბობენ ადგილობრივები

19-12-2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ახალგაზრდა ბიჭი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ახალგაზრდა ბიჭი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.როგორც "გურიის მოამბეს" სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი უყვება, 23 წლის  მ. მურვანიძეს ოჯახი ერთი დღის განმავლობაში ეძებდა, ღამით კი, სოფლის მახლობლად ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც ქალბატონი გვეუბნება, თვითმკვლელობის მიზეზად ვალი და ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომკური  ეკონომიკურ მდგომარეობა სახელდება: "ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდნენ. უჭირდათ. ვერ უძლებენ ახალგაზრდები ასეთ მძიმე ცხოვრებას. ეტყობოდა, რომ ხშირად ნერვიულობდა ამაზე. მშობლებს  კიდევ ერთი გოგო ჰყავთ".ის, რომ შესაძლებელია ახალგაზრდა ბიჭს თავი მძიმე ფინასური მდგომარეობის გამო მოეკლა, სხვა ადგილობრივი მკვიდრიც არ გამორიცხავს და წერს: 
"მოტივებზე საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ ვიღაცა უნდა დაინტერესდეს მიზეზებით! სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება გასაღები იყოს ბევრი პრობლემის. მეტად უნდა დავინტერესდეთ ერთმანეთის ყოფით და გულში ჩაკლულ-ჩამარხული პრობლემებით"!შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ  გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: "გურიის მოამბე"