გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ სააკაშვილი: დავით აღმაშენებელიც გვიან დააფასეს

28-02-2019

„მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში, ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო. მე-მიხეილ სააკაშვილმა, ჩემს მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად და ამ მასშტაბით, ალბათ, დავით აღმაშენებლის შემდეგ, პირველად შევქმენით ქართული სახელმწიფო“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „განსხვავებულ აქცენტებში“ ისაუბრა.


მისივე თქმით, „ამას მოჰყვა ბევრი რამ, როგორც დავით აღმაშენებლის დროს, ვიღაცა მოკლეს, ვიღაცა არასწორად დასაჯეს“.


„დავით აღამაშენებელს აღამაშენებელი ეწოდა რამდენიმე საუკუნის შემდეგ, მანამდე წაშალეს მისი მახსოვრობა ისტორიიდან, - ზედმეტად მკაცრი იყოო. მე არ ვედრები, არც მასშტაბებით და არც სიმკაცრით, - მით უმეტეს. მაგრამ არსებობს დიდი რაღაც და ეს დიდი რაღაც ამ წვრილმანმა ინტრიგებმა არ უნდა დაგვიბუნდოს. მე არ ვამბობ, რომ ადამიანის სიკვდილი არის ინტრიგა, მე ვამბობ, რომ რაც ამას მოჰყვა, პოლიტიკური მანიპულაცია, ეს უკვე ინტრიგაა.


უბედურება ხდება, ტრაგედია ხდება, ყოველთვის იდეალური რეაქცია არ იყო, ზოგჯერ ძალიან ცუდი რეაქცია იყო, მაგრამ მთავარ პასუხისმგებლობას ვიღებ - ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო. ახლა კი, ამ სახელმწიფოს გვინადგურებენ და ეს რომ არ მოახდინონ, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ არ უნდა მოვახდინოთ ეს“- აცხადებს სააკაშვილი.